ალექსი თირქიას პასუხი კრიტიკოსებს: მივხვდი, რომ ტროლებზე და პროპაგანდისტებზე დრო არ უნდა დავკარგო
აქციების დარბევისას დაშავებული 22 წლის ალექსი თირქია კრიტიკოსებს პასუხობს. მისი თქმით, “ტროლებზე და პროპაგანდისტებზე დროის დაკარგვა არ ღირს“.
მისივე თქმით, “სხვა ადამიანის კრიტიკის გამო ყველას სათითაოდ მოეთხოვება და მოეკითხება პასუხი.“
“შალვამ და შალვასნაირებმა თავიანთ თავს მიხედონ და შეეშვან ხალხის კრიტიკას“, - თქვა თირქიამ.
ზოგადად ადამიანს არ აქვს უფლება ვინმე განსაჯოს, ამის გამო ყველას სათითაოდ მოეთხოვება და მოეკითხება პასუხი. თავიდან, როცა მიწერდნენ კომენტარში, “ნეტა რატო არ მოკვდა, რატო გადარჩა“, ვღიზიანდებოდი, ვიჭრებოდი და ყველას ვპასუხობდი, თუმცა, ახლა უკვე დავფიქრდი და მივხვდი, რომ მაგათზე დრო არ უნდა დავკარგო, ჩვეულებრივ ტროლებზე და პროპაგანდისტებზე, მითუმეტეს შალვამ [რამიშვილი] რაც ილაპარაკა, მაგ სათვალით უყურებს ყველაფერსო? თვითონაც ზის სათვალით, მიყავს ეთერი და არავინ აკრიტიკებს მაგის გამო. შალვამ და შალვასნაირებმა თავიანთ თავს მიხედონ და შეეშვან ხალხის კრიტიკას, - განაცხადა თირქიამ.