ირაკლი კობახიძეს საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენება უკვე მიცემული აქვს- ეკა კვესიტაძე BBC-ის გამოძიებაზე
თავის წინააღმდეგ ჩვენება კობახიძეს უკვე მიცემული აქვს, ჩვენ არ გვჭირდება სიღრმეებში ჩასვლა, ყველაფერი არის ნათელი, - ამის შესახებ ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ BBC-ის გამოძიებაზე საუბრისას გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
მისი თქმით, “ახლა მტკიცების ტვირთი არის “ოცნების“ მხარეს.“
ჩვენ გვაქვს ძალიან საფუძვლიანი ვარაუდი, BBC-ის ფილმზე დარყდნობით, რომელიც თავის მხრივ ეყრდნობოდა უწყების შიგნიდან გამოჟონილ დოკუმენტებს, ეს დოკუმენტები კი სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ დასაბუთებული ვარაუდი არსებობდეს იმასთან დაკავშირებით, რომ ქიმიური იარაღი კოდით UN3439 გამოყენებული იქნა. მითუმეტეს, რომ ეს კობახიძემ თავისი პირით დაადასტურა და თქვა, რომ “ამ კოდის ქვეშ არსებული რომელიღაც ნივთიერება იქნა გამოყენებული“, ამ კოდის ქვეშ არსებული ყველა ნივთიერება კი აკრძალულია დემონსტრანტების წინააღმდეგ, ის არის უკიდურესად ტოქსიკური. ამიტომ, თავის წინააღმდეგ ჩვენება კობახიძეს უკვე მიცემული აქვს, ჩვენ არ გვჭირდება სიღრმეებში ჩასვლა, ყველაფერი არის ნათელი, ახლა მტკიცების ტვირთი არის “ოცნების“ მხარეს, ამიტომ, ჩვენ უნდა მოვითხოვოთ, პირველი - უჩივლოს ბიბისის, როგორც იმუქრებოდა და მეორე - უნდა შემოიყვანონ ქვეყანაში ის ორგანზიაცია, რომელიც გამოიკვლევს ამ საქმეს და საერთაშორისო გამოძიებას ჩაატარებს, - განაცხადა კვესიტაძემ.