“ფსიქიატრიას და ნარკოლოგიას ბოლომდე დაანგრევს“ - სიხარულიძე ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირთა რეესტრის შექმნაზე
ექიმი ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე სოციალურ ქსელში ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილებებს ეხმაურება და წერს, რომ “ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ადამიანების რეესტრის და საერთო ბაზის შექმნა ფსიქიატრიას და ნარკოლოგიას ბოლომდე დაანგრევს“.
გამოიცანით აბა: რომელ „ცივილიზებულ“ ქვეყანას აქვს ასეთი კანონი?, - წერს სიხარულიძე.
აბა, მივიღეთ ახალი „სუპერ ინოვაციური“ კანონიც - ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ადამიანების რეესტრის და საერთო ბაზის შექმნა. ბრწყინვალე იდეაა, ნამდვილად: ფსიქიატრიას და ნარკოლოგიას ბოლომდე დაანგრევს , თან ადამიანების ფუნდამენტურ უფლებებს ისე უხეშად დაარღვევს, რომ სანახაობა გამოდის.
გამოიცანით აბა: რომელ „ცივილიზებულ“ ქვეყანას აქვს ასეთი კანონი? არა, მართლა, ნუ გაგიკვირდებათ, გვაქვს კიდევ ერთი გზა, რომ ადამიანები საერთოდ დააფრთხონ ექიმებისგან. თუ აქამდე სტიგმის გადალახვა მაინც შეიძლებოდა და ფსიქიატრთან მისვლა ოდნავ იყო შესაძლებელი, ახლა ამასაც სპობენ ბრავო, товарищи, ურაააა!!!“**" , - წერს სიხარულიძე.
ჯანდაცვის სამინისტრო ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიან საინფორმაციო ბაზას შექმნის - პარლამენტმა ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილებებს მე-3 მოსმენით დაუჭირა მხარი.
დოკუმენტის მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტროს ბაზის შესაქმნელად ვადა 2026 წლის 1 მარტამდე აქვს.