6.7 მაგნიტუდის მიწისძვრა იაპონიაში - ხელისუფლებამ ცუნამის შესახებ გაფრთხილება გამოსცა
იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში 6.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. როგორც ბბს იუწყება, მეტეოროლოგიურმა სააგენტომ იაპონიის აღმოსავლეთ სანაპიროს ნაწილებში ცუნამის შესახებ გაფრთხილება გაავრცელა და განაცხადა, რომ ტალღების სიმაღლემ შესაძლოა ერთ მეტრს მიაღწიოს.
იაპონიის საგანგებო სიტუაციების გამაფრთხილებელი აპლიკაციის, NERV-ის მონაცემებით, აომორის პრეფექტურის ქალაქ მუცუში 6 000-მდე ადამიანისთვის ევაკუაციის შეტყობინებები გაიცა.