თბილისის აეროპორტში, მგზავრის ხელბარგში, დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერება აღმოაჩინეს
თბილისის აეროპორტში, მგზავრის ხელბარგში, დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგებალინის“ შემცველი აბები აღმოაჩინეს - როგორც შსს იუწყება, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე - 2003 წელს დაბადებული ს.ა. დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს.
უწყებსი ცნობვით, ბრალდებულის ხელბარგიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგებალინის“ შემცველი აბები.
პოლიციამ ს.ა. ბრალდებულის სახით დააკავა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.