ცნობილია, სად დაადეს ხელბორკილები დათუნა სულიკაშვილს - "პირველებმა" ახალი დეტალები გაარკვია
"პირველების" ინფორმაციით, ქართველ დიზაინერს, დათუნა სულიკაშვილს ხელბორკილები თელავში დაადეს - მოდის სფეროში კარგად ცნობილი დიზაინერი კახეთში, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერების შესაძენად იყო ჩასული.
"ტვ პირველის" ინფორმაციით, დაკავებული დიზაინერი ბრალს აღიარებს, თუმცა ამბობს, რომ ნარკოტიკულ საშუალებას მხოლოდ მოიხმარდა და გასაღებას მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია.
როგორც დათუნა სულიკაშვილის მეგობარი "პირველებს" ეუბნება, დიზაინერი დიდი ხანია ნარკოდამოკიდებულებას ებრძვის - "ეს მისი ტრაგედიაა".
დათუნა არის მხოლოდ მომხმარებელი და მსხვერპლი ამ ყველაფრის. ეს არის მისი ტრაგედია ამ ბოლო წლებში, რაც მას სჭირს. დათუნას კონკრეტულად ედავებიან შეძენა-შენახვას, რაც მომხმარებლის სტატუსი არის. არანაირად არ ედავებიან სხვა არაფერს. წლების განმავლობაში ჩვენთვის, მეგობრებისთვის ძალიან დიდი პრობლემა იყო დათუნას ეს მომხმარებლობა და ვერბძოდით და ერთის მხრივ გაგვიხარდა კიდეც დაკავება, იქნება ამით მაინც მოვერიოთ მის პრობლემას-თქო. ის, რომ დათუნას სხვა რაიმე ლაქა დაედოს და ამხელა რეპუტაციული ზიანი მიადგეს, მგონი ყოლად დაუშვებელია, ისედაც ამხელა ამდენი წელია ასეთი პრობლემა აქვს ადამიანს და სამწუხაროდ უშედეგოდ ებრძის ნარკონმანიას", - ამბობს მეგობარი.
დათუნა სულიკაშვილს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით, ორთვიანი პატიმრობა გუშინ შეუფარდა. საქმე მოსართლე ფიქრია სიქსტურაშვილმა განიხილა.
სულიკაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ა ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვას გულისხმობს. მას დანაშაულის დამტკიცების შემთვევაში 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება.