“ვერდიქტის მოლოდინში“ - სააპელაციო სასამართლოში მათე დევიძის პროცესი მიმდინარეობს

12.12.25 15:39
“ვერდიქტის მოლოდინში“ - სააპელაციო სასამართლოში მათე დევიძის პროცესი მიმდინარეობს

სინდისის პატიმარი მათე დევიძე სააპელაციო სასამართლოს ვერდიქტის მოლოდინში - ამ წუთებში მეორე ინსტანციის სასამართლოში ახალგაზრდა მუსიკოსის პროცესი მიმდინარეობს.

პროევროპული აქციების დროს დაკავებულ აქტივისტს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. მას ნინო გალუსტაშვილმა 4 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ადვოკატები ამ ვერდიქტის გაუქმებას ითხოვენ, რადგან მიიჩნევენ, რომ საქმეში მათე დევიძის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს.

ბრალდების მხარის მოთხოვნა იყო სასჯელის გარზდა,ხოლო დაცვის მხარის მოთხოვნაა მათეს უპირობო გამართლება, ვინაიდან, მის მიმართ დარღვეული იქნა მთელი რიგი პროცესუალური ნორმები, ხოლო თუ სასამართლო ამ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, მეორე მოთხოვნა, რომელიც ასევე უპირობოდ უნდა დაკმაყოფილდეს, ეს არის კვალიფიკაციის მოთხოვნა. ვინაიდან წარდგენილი ბრალდება და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეესაბამება საქმეში არსებულ ფაქტობრივ მტკიცებულებებს. მათეს დაკავება მოხდა ადმინისტრაციული წესით და კონკრეტული მოქმედება შეფასებული იქნა ადმინისტრაციული წესით და არავინ უნდა დაისაჯოს ორჯერ ერთიდაიმავე ქმედებისათვის, რაც იმას ნიშანვს, რომ მის მიმართ სისხლის სამართლებრივი წარმოება უნდა შეწყდეს საერთოდ  - განაცხადა ომარ ფურცელაძემ. 

სამართლიანობის აღდგენის არ სჯერა, მათე დევიძის დას. ელენე დევიძე ამბობს, რომ ბოლო დროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, არაფრის იმედი არ აქვს.

არ ვიცი, რისი იმედი უნდა მქონდეს, ამ ქვეყენაში, განსაკუთრებით ბოლო დროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, თუმცა, სადღაც მაინც, რაღაც იმედს ვიტოვებ, რომ სამართლიანობას აღადგენს ეს მოსამართლე და ვინც ნამდვილად დამნაშავეა, იმათ მიუსჯიან იმას, რაც საჭიროა და ამ უდანაშაულო ადამიანებს, როგორც ჩემ ძმას, ისე ასობით ადამიანს გაათავისუფლებენ და მართლაც იზეიმებს სამართალი საბოლოოდ, - განაცხადა ელენე დევიძემ.

20 წლის მათე დევიძე 2024 წლის 19 ნოემბრის აქციაზე, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.

12 ივნისს,  მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ახალგაზრდას 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მსგავსი სიახლეები