არქიმანდრიტი: "რუსთაველზე ვიქნები დღეს - რუსეთის მონობას, ერის ღალატს, ციხეც სჯობს და სიკვდილიც"
"რუსთაველზე ვიქნები დღეს - რუსეთის მონობას, ერის ღალატს, ციხეც სჯობს და სიკვდილიც - ამის შესახებ არქიმანდრიტი, ილია თოლორაია სოციალურ ქსელში წერს.
დღეს ტროტუარზე დგომას გვიკრძალავენ, ხვალ - ფეისბუკზე ხელისუფლების კრიტიკას აგვიკრძალავენ, ზეგ გვაიძულებენ, რუსეთიც და რუსეთს დამონებული ხელისუფლებაც ვაქოთ…
ასე თუ გაგრძელდა, ბოლოს აღარაფერს მოგვთხოვენ — უბრალოდ აღარავინ დარჩება სიმართლის მთქმელი.
ღირსეულებს ჩასვამენ ციხეში, ან მოკლავენ. დანარჩენი კი ყველა იქნება - ერთი, ერთნაირი; პუტინის, ბიძინას, კობახიძის... ერთხმაში მაქებარი.
როგორ დაგვცინიან, როგორ დაგვიმონეს და როგორ შეირგო ბევრმა ეს მონობა — ერმაც და ბერმაც.
კობახიძე ჩვენი გმირების მკვლელთან — პუტინთან დგას. ამაზე დუმილი? ერის ღალატია...
ვისაც საქართველო უყვარს - დღეს რუსთაველზე" | წერს სოციალურ ქსელში არქიმანდრიტი, ილია თოლორაია