"ოცნება" ახალ რეესტრს ქმნის - რა რისკის წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ ფსიქიკური პრობლემების მქონე მოქალაქეები

12.12.25 20:55
"ოცნება" ახალ რეესტრს ქმნის - რა რისკის წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ ფსიქიკური პრობლემების მქონე მოქალაქეები

სპეციალისტებთან ყოველგვარი კონსულტაციების და შესაძლო რისკების გათვლის კარეშე შინაგან საქმეთა სამინისტრო ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა ერთიან ბაზას ქმნის. ალკოჰოლიზმით, ნარკომანიითა და ტოქსიკომანიით დაავადებული პაციენტებს ერთიან საინფორმაციო ბაზაში შეიყვანენ და ამ მონაცემებზე წვდომა შინაგან საქმეთა სამინისტროს ექნება. თუკი აქამდე პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა მკაცრად გასაიდუიმლოებული იყო, მალე ექიმთან პირველივე ვიზიტისთანავე, ამ დაავადების მქონე პაციენტები შსს-ს ბაზაში მოხვდებიან. 

საქართველოს კანონში "პაციენტის უფლებების შესახებ" ვკითხულობთ, რომ პირის სამედიცინო ინფორმაციის გაცნობა, თუნდაც მისი ოჯახის წევრისთვის, თავად პაციენტის თანხმობის გარეშე, არ შეიძლება. ახლა კი შინაგან საქმეთა სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, პაციენტისგან ნებართვის გარეშე, თუნდაც ყველაზე მსუბუქი ფსიქოლოგიური დიაგნოზის შემთხვევაშიც კი პაციენტი ავტომატურად  ფსიქიკური პრობლემების მქონე ერთიან  ბაზაში მოხვდება. 

ექსპერტები, ვისაც აზრი არავინ ჰკითხა, აცხადებენ, რომ "ქართული ოცნება" ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა ბაზას პოლიტიკური ზეწოლის და მანიპულაციის მექანიზმად გამოიყენებს. შეწყდება პაციენტების მიმართვიანობა საავადმყოფოებში, რაც ალკოჰოლიზმით და ნარკომანიით დაავადებული ადამიანების მადგომარეობას კიდევ უფრო გაართულებს. 

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები