ავარია ლაგოდეხში-დაშავებულია არასრულწლოვანი

26.02.21 15:51
ავარია ლაგოდეხში-დაშავებულია არასრულწლოვანი

ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არასრულწლოვანი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა სოფელ ნინიგორში მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, მცირეწლოვანმა მიკროავტობუსს გადაურბინა, რა დროსაც მიკროავტობუსი შეეჯახა.

სასწრაფო დახმარების ჯგუფმა არასრუწლოვანი კლინიკაში გადაიყვანა.

ექიმების ინფორმაციით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.