აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ ნაძვის ხე დადგეს
უწყვეტი პროტესტის 380-ე დღეს აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ ნაძვის ხე დადგეს.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფოტოგრაფი გიორგი მოსიაშვილი (Mo Se) წერს და ვიდეოს აქვეყნებს.
ცნობისთვის, დღეს კახა კალაძემ რესპუბლიკის მოედანზე თბილისის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აანთო.
მანამდე დააკავეს კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი წევრი ნოდარ ჩაჩანიძე და აქტივისტები აჩი გოჩიტაშვილი და ნენე გაბლაია. ისინი რამდენიმე საათში გაათავისუფლეს.