სინდისის პატიმრის მშობელს პოლიციამ გზა ჩაუკეტა, რომ ნაძვის ხის ანთებას არ მიახლოებოდა

13.12.25 11:12
სინდისის პატიმრის მშობელს პოლიციამ გზა ჩაუკეტა, რომ ნაძვის ხის ანთებას არ მიახლოებოდა

სინდისის პატიმრის მშობელს პოლიციამ გზა ჩაუკეტა, რომ ნაძვის ხის ანთებას არ მიახლოებოდა - ამის შესახებ პროევროპულ აქციაზე დაკავებული თორნიკე გოშაძის დედა, მარიზი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს. 

20-მა პოლიციელმა მონამ გზა გადამიკეტა, ვერ გაგიშვებთო, მერე ჩვენ დაგვსჯიანო, ეშინია პოლიციას, ეშინია კალოშას და ჩიჩილაკს - წერს მარიზი კობახიძე 

გუშინ მეც მივდიოდი მეგობართან ერთად რესპუბლიკის მოედანზე,მინდოდა კალოშა როცა აანთებდა ნაძვისხეს მისი კორუმპირენული სახე მენახა და მეგაფონიდან ორი სიტყვა მეთქვა,მაგრამ.....ოი საოცრება,20-მა პოლიციელმა მონამ გზა გადამიკეტა,ვერ გაგიშვებთო,მერე ჩვენ დაგვსჯიანო.მიცნეს და ჩამწკრივდნენ ხელმკლავით. ეშინია პოლიციას ,ეშინია კალოშას და ჩიჩილაკს. მაგრამ არ გვეშინია ჩვენ. უნდა ეშინოდეთ სწორედაც მართალი ადამიანების.. ისე მე ვინ მიმიშვებდა ,თურმე ქოცებიც არ მიუშვეს და მერე ილანძღებოდნენ ამისთვის მოგვიყვანესო??თუ თავად უნდა ენახათ ნაძვისხე ჩვენ რას გვიბარებდნენო. ახლა გაიგეთ რომ მათთვის მხოლოდ გამოსაყენებელი ნივთები ხართ? - წერს მარიზი კობახიძე. 

ცნობისთვის, გუშინ კახა კალაძემ რესპუბლიკის მოედანზე თბილისის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აანთო. 

მანამდე დააკავეს კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი წევრი ნოდარ ჩაჩანიძე და აქტივისტები აჩი გოჩიტაშვილი და ნენე გაბლაია. ისინი რამდენიმე საათში გაათავისუფლეს. 

 

მსგავსი სიახლეები