თბილისი დღეს ორი საპროტესტო მსვლელობისთვის ემზადება

13.12.25 11:34
თბილისი დღეს ორი საპროტესტო მსვლელობისთვის ემზადება

დღეს თბილისში ორი საპროტესტო აქციაა დაანონსებული - ზუსტად 18:00 საათზე ქალები ევროკავშირის ოფისთან აპირებენ მისვლას. სამოქალაქო აქტივისტები ბრიუსელის დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ შეახსენებენ, რომ საქართველოში  ევროპული მომავლის დასაცავად ბრძოლა მიდის და მათი დახმარება ახლა ორმაგად საჭიროა. 

ზუსტად 19:00 საათზე კი ხალხი ფილარმონიასთან აპირებს შეკრებას და მსვლელობა რუსთაველის გამზირამდე გაიმართება.  ეს არის ტრადიციად ქცეული მსვლელობა, რომლითაც მოქალაქეები ახალ რეპრესიულ კანონს ეწინააღმდეგებიან. 

უცვლელია შეუჩერებელი პროტესტის ორი მთავარი მოთხოვნაც - სინდისისი პატიმრების გათავსიუფლება და ახალი არჩევნების ჩანიშვნა. 

ჩვენ დავაანონსებთ ყოველ შაბათს დიდი დემონსტრაცია, გარდა იმისა, რაც ყოველდღიურად იმართება რუსთაველზე. ამიტომაც ყველა ველდოებით ფილარმონიასთან 19:00 საათზე, სადაც გაიმართება მანიფესტაციები პარლამენტის შენობის მიმართულებით. მთავარი სათქმელი ჩვენი იქნება ქიმიური იარაღით მოწამვლაზე.  ეს რეჟიმი აღნიშNული დანაშაულის დაფარვას ცდილობს", - ამბობს ტატო ქელბაქიანი. 

მსგავსი სიახლეები