ვინ დაითვლის ადვოკატთა ასოციაციის არჩევნების შედეგებს?
ვინ დაითვლის ადვოკატთა ასოციაციის არჩევნების შედეგებს? - სამანდატო კომისია წესით დღეს დააკომპლექტედება. ეს არის 15 კაციანი შემადგენლობა, რომელთა არჩევა ამ წუთებში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. სწორედ ეს ადამიანები იქნებაინ წარმოდგენილები ხვალ, ხმის დამთვლელ კომისიაში და საბოლოოდ უკვე მათ უნდა გამოაცხადონ გამარჯვებული კანდიდატი.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატი, მურმან ღურწკაია, როემლიც არჩევნებსი შესაძლო გაყალბებაზე საუბრობდა, ამბობს, რომ აუცილებელია 15 კაციანი შემადგენლობა ობიექტური და სამართლიანი კადრებით დაკომპლექტდეს.
15 წევრი უნდა იქნას არჩეული ადვოკატების მიერ. მთავარია, რომ ადვოკატებმა აირჩიონ ის წევრები, რომლებიც ამ ხმის დამთვლელ კომისიაში იქნებიან ობიექტურები, რათა ადგილი არ ჰქონდეს გაყალბებას და რაიმე მანიპულაციას ადვოკატთა ასოციაციის მხრიდან. სამანდატო კომისია ითვლის იმ შედეგებს, რასაც ადვოკატები აირჩევენ, ხმის დამთველელი კომისიის ნაწილში და ასევე, სამანდატო კომისიის წევრები მონაწილეობას მიიღებს 14 დეკემბრის არჩევნებშიც. თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩვენ გვყავს ძალაინ ბევრი დამკვირვებელი, ასევე ორგანიზაციები აკვირდებიან ამ არჩევნებს და ჩვენ არავსი არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ არჩევნები გაყალბდეს.
ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრობის კანდიდატი, ირაკლი ყანდაშვილის გუნდის წევრი, ლევან მახარაშვილი კი ამბობს, რომ მოსალოდნელი გაყალბების შესახებ გავრცელებულ ინფორმაცია საფუძელს არის მოკლებული.
ლევან მახარაშვილის თქმით, გაყალბება ტექნიკურად გამორიცხულია.
რაც შეეხება ჭორებს, ე.წ. მოსალოდნელი გაყალბების შესახებ, მინდა სრული პასუხისმგებლობით დაგარწმუნოთ, რომ პროცედურულად ისე არის გაწერილი ამ არჩევნების მიმდინარეობა, რომ ტექნიკურადაც კი გამორიცხულია. ამასთან ერთად, წარმოუდგენელია, ვინმეს გააჩნდეს სურვილი რაიმეს გაყალბების. ხმის მიცემა ხდება ელექტრონული ხმის დამთვლელი აპარატებით, მეორე, თავმჯდომარეობის კანდიდატების ხმები გადაითვლება ასევე ხელით, თითოეულ თავმჯდომარეს ჰყავს 4-4 წარმომადგენელი, შესაბამისად, ყოველგვარი გაურკვევლობა არის გამორიცხული", - ამბობს ლევან მახარაშვილი.
ადვოკატთა ასოციაციის არჩევნები ხვალ, 14 დეკემბერს გაიმართება. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობისთვის იბრძვის: ირაკლი ჩომახაშვილი, მუხრან ღურწკაია, ირაკლი ყანდაშვილი, სიფას ადვოკატები და კიდევ რამდენიმე კანდიდატი.