ბაკურიანი-ღადოლარის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

13.12.25 13:43
ბაკურიანი-ღადოლარის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბაკურიანი-ღადოლარის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. 

კერძოდ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის კმ30-კმ60 (ბაკურიანი-ღადოლარი) მონაკვეთზე შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მსგავსი სიახლეები