"პარტნიორებს კიდევ ერთხელ ვთხოვოთ დახმარებას" - ევროკავშირის საელჩოსთან დღეს აქციაა დაანონსებული
ევროკავშირის საელჩოსთან დღეს აქციაა დაანონსებული - ზუსტად 18:00 საათზე მოქალაქეები ევროკავშირის ოფისთან აპირებენ მისვლას.
სამოქალაქო აქტივისტები ბრიუსელის დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ შეახსენებენ, რომ საქართველოში ევროპული მომავლის დასაცავად ბრძოლა მიდის და მათი დახმარება ახლა ორმაგად საჭიროა.
დღეს უკანონოდ დაკავებული ქალების მოძრაობის მიერ, უკანონო პატიმრების სოლიდარობის და მხარდაჭერის მიზნით ევროკავშირის საელჩოსთან 18:00 საათზე აქცია-მსვლელობაა დაანონსებული. აქციაზე შემოერთება შეუძლია ყველას, ვინც თვლის, რომ ამ ქვეყანაში არიან უკანონო პატიმრები და ითხოვენ მათ გათავისუფლებას. ევროკავშირის საელჩოსთან ვიკრიბებით იმიტომ, რომ პარტნიორებს კიდევ ერთხელ ვთხოვოთ დახმარება, გვედში დგომადა ვუთხრათ მადლობა იმისთვის, რომ ისინი არიან ქართველი ხალხის გვერდით", - ამბობს მარიკა არევაძე.