ბათუმელი მედროშე მე-18 დღეა შიმშილობს

13.12.25 16:14
ბათუმელი მედროშე მე-18 დღეა შიმშილობს

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული ბათუმელი მედროშე, ზურა ჭავჭანიზე უკვე მე-18 დღეა შიმშილობს. 

  • ზურაბ ჭავჭანიძე შიმშილობის პირველ დღეებში წყალსაც არ სვამდა, თუმცა 9 დეკემბრიდან მან ე.წ. მშრალი შიმშილობა შეწყვიტა.

„გუშინ ვესაუბრე ტელეფონით, მითხრა ნორმალურად ვარ, მხნედ ვარო… არ ნებდება. მთავარია, სულიერად ვიყოთ ძლიერად,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ზურაბ ჭავჭანიძის მეუღლემ, მარინა გორჯელაძემ.

ჭავჭანიძის ადვოკატის, ნინო ლომინაძის თქმით, დაკავებული მედროშე ჯანმრთელობის მდგომარეობას საკანში სამედიცინო პერსონალი ამოწმებს, რომელიმე კონკრეტული ექიმის ჩართვა კი, მას არ მოუთხოვია.

 

მსგავსი სიახლეები