საქართველო საბავშვო ევროვიზია 2025-ზე მესამე ადგილზე გავიდა
საქართველომ საბავშვო ევროვიზია 2025-ზე მესამე ადგილი დაიკავა. ქვეყნის წარმომადგენელმა ანიტა აბგარიანმა ჟიურისგან 121 ქულა, ონლაინ ხმის მიცემით კი 55 ქულა მიიღო.
წლევანდელი კონკურსის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა, მეორე ადგილზე კი უკრაინა გავიდა. ფინალს წელს თბილისმა უმასპინძლა.
ცნობისთვის, საქართველო საბავშვო ევროვიზიის ისტორიაში 4-გზის გამარჯვებულია (2003 წლიდან დღემდე), ხოლო საფრანგეთის გამარჯვებაც მეოთხეა - ამ შედეგით ქვეყნები რეკორდის თანასწორ მფლობელებად ითვლებიან.