„მეთადონი“, „ალფა-პვპ“, „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ - ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს

14.12.25 11:15
„მეთადონი“, „ალფა-პვპ“, „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ - ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირია დაკავებული. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, ასევე, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი, მათ შორის „მეთადონი“, „ალფა-პვპ“, „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და „გამომშრალ მარიხუანა“.

ერთ-ერთი დაკავებულის დ.მ.-ს საცხოვრებელი ბინიდან, ასევე, ამოღებულია უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები