ადვოკატთა ასოციაციის არჩევნები - რეგიონებიდან ადვოკატები ავტობუსებით ჩამოიყვანეს
ადვოკატთა ასოციაციის წევრები რეგიონებიდან ავტობუსებით ჩამოიყვანეს. საქმე ეხება ასოციაციის თავმჯდომარეობის არჩევნებს, სადაც ხმა ამ დროისათვის უკვე მისცა 1000-ზე მეტმა ადვოკატმა.
"პირველების" მიერ გადაღებული კადრების მიხედვით, მარტივი გასარკვევია, რომ რეგიონებიდან მობილიზებული ადვოკატები ხმას, სავარაუდოდ, ირაკლი ყანდაშვილის სასარეგბლოდ მისცემენ, რადგან ავტობუსებზე სწორედ მისი ფოტოსურათი აქვთ განთავსებული.
ადვოკატთა ასოციაცია დღეს ახალ თავმჯდომარეს ირჩევს. უახლოეს საათებში გაირკვევა, ვინ ჩაანაცვლებს დავით ასათიანს მომდევნო 4 წლით.
ხმას 6000 მდე ადვოკატთა კორპუსის წევრი იურისტი აძლევს, ხელმძღვანელობისთვის კი სამი ძირითადი კანდიდატი იბრძვის. ესენი ირაკლი ჩომახაშვილი, ირაკლი ყანდაშვილი და მუხრან ღურწკაია არიან.