გადათხრილი ქუჩები და შეჩერებული სამუშაოები ოზურგეთში - მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

14.12.25 17:39
გადათხრილი ქუჩები და შეჩერებული სამუშაოები ოზურგეთში - მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

ოზურგეთში გადათხრილი ქუჩები და მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს - ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ და ამბობენ, რომ ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში გადაადგილება ერთ წელზე მეტია გართულებულია.

მათი თქმით, პრობლემის მიზეზი სარეაბილიტაციო სამუშაოებია, რომლებიც დაიწყო, მაგრამ შუა პროცესში გაჩერდა. ირკვევა, რომ პროექტი იმ კომპანიის მიერ სრულდებოდა, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ შემწირველთან აკავშირებენ და რომელმაც ქალაქში წყლის სისტემის მოწესრიგებისა და გზების ხელახლა დაგებისთვის მნიშვნელოვანი თანხა მიიღო.

ადგილობრივები ასევე ყურადღებას ამახვილებენ, რომ გადათხრილ მონაკვეთებზე გამაფრთხილებელი ნიშნები არ არის, რაც ყოველდღიურად ზრდის დაზიანებისა და ავარიების რისკს. მოსახლეობის განცხადებით, არაერთი მიმართვის მიუხედავად, ოზურგეთის მერია ამ დრომდე პასუხის გარეშე ტოვებს პრობლემას.

ერთ წელზე მეტია, ფაქტობრივად, გადაადგილება ოზურგეთში არის შეუძლებელი, გადათხრილია აბსოლუტურად ყველა ქუჩა და ეს არის ასევე საფრთხე ადამიანებისთვის იქიდან გამომდინარე, რომ საგზაო ნიშნები, ფაქტობრივად, არ არსებობს. კომპანია, რომელიც აწარმოებს ამ სამუშაოებს, ეკუთვნის "ქართული ოცნების" ერთ-ერთ ყველაზე დიდ შემომწირველს და ასევე დელეგატს. ეს არის შპს "გზა და ჭყონია", რომელსაც მისცეს და გაუფორმეს ოზურგეთელი ხალხის მილიონები. ახლანდელმა მერმა, მაგალითად, იმაზე იზრუნა, რომ ორ თვეში ჭამა-სმასა და ტაშ-ფანდურში 34 ათასი ლარი დაეხარჯა. ამასობაში კი, ადგილობრივი ადამიანების, გაჭირვებული ხალხის ფული პირდაპირ მიდის "ოცნების" წარმომადგენლების ჯიბეში, - ამბობს ენმ-ს წევრი თათია ნიკოლაიშვილი. 

მსგავსი სიახლეები