ვოლოდიმირ ზელენსკი ბერლინში ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით ბერლინში იმყოფება - უკრაინული მედიის ცნობით, ინფორმაციას კომუნიკაციების საკითხებში მისი მრჩეველი დმიტრო ლიტვინი ადასტურებს.
ზელენსკის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში ბერლინში დაგეგმილია შეხვედრები აშშ-ის დელეგაციასთან, მათ შორის დონალდ ტრამპის წარმომადგენლებთან - სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან, ასევე ევროპელ პარტნიორებთან. პრეზიდენტის თქმით, დღეს ბერლინში „უკრაინულ-ამერიკული დღეა“ და ცალკე შეხვედრას გამართავს გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან.
Associated Press-ის ინფორმაციით, უიტკოფი და კუშნერი უკვე ბერლინში ჩავიდნენ, სადაც უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების ახალი რაუნდია დაგეგმილი.