შსს-ს თანამშრომლებს ძალადობაში ადანაშაულებენ - რა მოხდა ღამით ფანასკერტელის ქუჩაზე

14.12.25 20:27
შსს-ს თანამშრომლებს ძალადობაში ადანაშაულებენ - რა მოხდა ღამით ფანასკერტელის ქუჩაზე

თბილისში ჩატარებულ ღამის საპოლიციო ღონისძიებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს კვლავ ძალადობაში ადანაშაულებენ. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოკადრებში ისმის ფრაზა: „რატომ მირტყავთ?“ და ჩანს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ასფალტზეა დაგდებული და დახმარებას ითხოვს.

კადრებმა გამოიწვია კითხვები, რის გამო დააკავეს მამაკაცი და რატომ გახდა საჭირო ძალადობრივი მეთოდების გამოყენება.

„პირველები“ უკვე რამდენიმე საათია შსს-სგან განმარტებას ელოდება, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.

ვრცლად რა მოხდა ღამით ფანასკერტელის ქუჩაზე ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები