პროტესტი შეღუდვების ფონზე - მოქალაქეები ისევ რუსთაველის გამზირზე დგანან
"ოცნების" ახალი შეზღუდვების ფონზე ხალხი ისევ რუსთაველის გამზირზე დგას. მოქალაქეები ამ დრომდე ითხოვენ ახალ არჩევნებს ქვეყანაში და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პროტესტს არცერთ შემთხვევაში არ შეწყვეტენ, როგორი ცვლილებებიც არ უნდა შევიდეს კანონში.
ეს რეჟიმი უკვე ორი წელია საკანონმდებლო ცვლილებებით ცდილობს პროტესტის გაჩერებას და ვერ გააჩერებს და მემგონი, ამ კანონზეც ნაკლები უნდა ვისაუბროთ. ჩვენ პროტესტს მაინც გავაგრძელებთ, რა ცვლილებებიც არ უნდა შეიტანონ და ამის გამოხატულებაა ბოლო 3 დღე: დემონსტრაციაც გვქინდა, რუსთაველზეც ვიარეთ, კოსტავაზეც ვიარეთ და კიდევ გავაგრძელებთ პროტესტს, - ამბობს ტატო ქელბაქიანი.
ზუსტად ცხრა საათზე, მოქალაქეები სოლიდარობის აქციით შეუერთდებიან უკრაინის მხარდამჭერ გლობალურ აქციას.
რა ხდება რუსთაველზე ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის ჩართვაში.