ცნობილი ამერიკელი რეჟისორის და მისი ცოლის ცხედრები საკუთარ სახლში იპოვეს
ცნობილი ამერიკელი რეჟისორის რობ რაინერისა და მისი მეუღლის, მიშელ რაინერის ცხედრები საკუთარ სახლში იპოვეს -ლოს-ანჯელესის პოლიცია სავარაუდო მკვლელობის შესახებ საუბრობს. სწორედ ამ მუხლით დაიწყო მომხდარზე გამოძიებაც.
როგორც გარდიანი წერს, რობ რაინერსა და მის ცოლს თავდასხმის შედეგად დანით აქვთ მიყენებული ჭრილობები.
სამართალდამცავი ორგანოების წყაროს ცნობით, რაინერის ოჯახის წევრი დღეს სახლში მივიდა და ორი გარდაცვლილი აღმოაჩინა.
რობ რაინერის ცნობილი ნამუშევრებია: „როდესაც ჰარი შეხვდა სალის“, "უძინარნი სიეტლში", "პატარძალი პრინცესა", და ა.შ.