ჩოხატაურის მერია საახალწლო კონცერტზე მხოლოდ ერთ მომღერალს 16 ათას ლარს გადაუხდის

17.12.25 12:05
ჩოხატაურის მერია საახალწლო კონცერტზე მხოლოდ ერთ მომღერალს 16 ათას ლარს გადაუხდის

საახალწლო კონცერტზე მხოლოდ ერთ მომღერალს, ოთო ნემსაძეს, ჩოხატაურის მერია 16 ათას ლარს გადაუხდის. ეს იმ ფონზე, როდესაც, ოფიციალური მონაცემებით, 17 ათასი მოსახლიდან 11-ი სოციალურად დაუცველია, ადგილობრივები კი,  ვისაც თებერვალში სტიქიამ ერთადერთი საცხოვრებელი სახლი დაუზიანა, ამ დრომდე სახელმწიფოს დახმარების მოლოდინში არიან.

 ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაზე კითხვები აქვს ოპოზიციას.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიამ, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, 16 000 ლარი უნდა გადაუხადოს მომღერალ ოთო ნემსაძეს. საუბარია იმ ჩოხატაურზე, სადაც სულ 17 ათას ადამიანამდე ცხოვრობს და აქედან 11 ათასზე მეტი, ოფიციალურად, მათივე სტატისტიკით არის სოციალურა დაუცველთა ბაზაში ანუ 70%-მდე ადამიანების არის უკიდურეს გაჭირვებაში. ჩოხატაურში თუ ვინმე გაჭირვებული არ არის, ეს არის ქოცები და ქოცების ის კატეგორია, ვინც მიბმულია და მათ დავალებების შემსრულებლად ჰყავთ ამ ბიუჯეტზე, - ამბობს ენმ-ს წევრი თათია ნიკოლაიშვილი.

მსგავსი სიახლეები