2 მილიონი ადამიანი ქვეყანაში გაჭირვებაში იმყოფება - რომან გოცირიძე
ეკონომისტი რომან გოცირიძე ამბობს, რომ საქსტატის მონაცემები საარსებო მინიმუმთან დაკავშირებით რეალურ სურათს არ ასახავს, რადგან ქვეყნიდან უმარავი ადამიანი გადის.
ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანებს ის შემოსავლები, რაც აქვთ, ელემენტალურად თავის გატანა არ შეუძლია - ამბობს გოცირიძე.
მისი თქმით, 2 მილიონი ადამიანი ქვეყანაში გაჭირვებაში იმყოფება, აქედან დაახლოებით მილიონი პესნიონერია, მეორე მილიონი კი სოციალურად დაუცველები და დაბალშემოსავლიანები.
რიცხვები რეალურ სურათს არ ასახავს. რეალური სურათი არის ის, რომ ქვეყანა იცლება, ხალხი გადის, აქ არ არის სამუშაო ადგილები. რეალურად, ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანებს ის შემოსავლები, რაც აქვთ, ელემენტალურად თავის გატანა არ შეუძლია. მილიონზე მეტი პენსიონერია და პენსია 350 ლარი კატასტროფაა. ინფლაციას თუ გავითვალისწინებთ, 13 წლის განმავლობაში 65 ლარით გაიზარდა წლიური პენსია. ისევე როგორც მილიონამდე დაბალშემოსავლიანი და სოციალურად დაუცველი ადამიანია. ანუ 2 მილიონი ადამიანი ქვეყანაში გაჭირვებაში იმყოფება. ხელისუფელბას უნდა თვალში ნაცარი შეაყაროს ხალხს. ხალი თავად გრძნობს, რა მდგომარეობაშია", - ამბობს რომან გოცირიძე.
საქართველოში საარსებო მინიმუმი თვეში 255 ლარია - საქსტატმა 2025 წლის იანვარ-ნოემბრის სტატისტიკა გამოაქვეყნა.
საქსტატის მიხედვით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საარსებო მინიმუმი 23 ლარით, ანუ 10%-ით, არის გაზრდილი.
- საქსტატი ამჟამად ორი ტიპის საარსებო მინიმუმს აქვეყნებს, ესაა საშუალო მცხოვრებლის საარსებო მინიმუმი, რაც მეთოდოლოგიის მიხედვით 255 ლარს შეადგენს, ხოლო მეორეა შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი, რაც 288 ლარს შეადგენს. ეს მაჩვენებელი წლიურად ასევე 10%-ით, ანუ 26 ლარით არის გაზრდილი.
ცნობისთვის, საარსებო მინიმუმი დგინდება მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. მინიმალური სასურსათო კალათა არის კვების პროდუქტების განსაზღვრული ნორმატიული კალათა, რომელიც შეიცავს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისათვის ფიზიოლოგიურად აუცილებელ საკვების რაოდენობას, მისი შემადგენელი ელემენტების (ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების) და კალორიულობის მინიმალურ ოდენობას.