ბრიტანულ-ქართული აკადემიის დავა: ნათია ჯანაშია ირაკლი გილაურს თაღლითობასა და ცრუ დასმენაში ამხელს
13 დეკემბერს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“დამფუძნებელმა, ნათია ჯანაშიამ, საგანგებო პრესკონფერენცია გამართა.
ნათია ჯანაშიამ მკვეთრი განცხადებები გააკეთა სს „საქართველოს კაპიტალსა“ და მის ხელმძღვანელთან, ირაკლი გილაურთან დაკავშირებით.
ძირითადი საკითხები:
- ცრუ დასმენა და ხელის შეშლა: ნათია ჯანაშიას განცხადებით, ირაკლი გილაური (სს „საქართველოს კაპიტალის“ ხელმძღვანელი) ახორციელებს ნათია ჯანაშიას მიმართ ცრუ დასმენას და ცდილობს, ხელი შეუშალოს საგამოძიებო მოქმედებებს.
- ზეწოლა წილის დათმობისთვის: ჯანაშიას განცხადებით, ირაკლი გილაური უკანონოდ ცდილობს, ზეწოლა მოახდინოს მასზე და დაათმობინოს წილი „ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში“.
- ნათია ჯანაშიას განცხადებით, 2019 წელს ირაკლი გილაურმა შესაძლო თაღლითობა ჩაიდინა, როდესაც საბაზროზე ნაკლებ ფასად იყიდა ნათია ჯანაშიასგან 70% წილი ,,ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში”.
შეგახსენებთ, რომ ნათია ჯანაშია არის შპს „ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებელი.