მოსამართლე თამარ მახარობლიძე ჟურნალისტებს პროცესიდან გასვლის და უკან დაბრუნების უფლებას უზღუდავს

17.12.25 13:53
მოსამართლე თამარ მახარობლიძე ჟურნალისტებს პროცესიდან გასვლის და უკან დაბრუნების უფლებას უზღუდავს

კამერებისთვის ჩაკეტილი სასამართლო დარბაზების შემდეგ დამატებითი შეზღუდვები ჟურნალისტებს - ახლად დანიშნული მოსამართლე, რომელსაც 4 ოქტომბრის საქმის ერთი ეპიზოდი და 13 ბრალდებული ჩააბარეს,  ჟურნალისტებს საქმიანობაში ხელს უშლის.

სასამართლო პროცესებზე ხმის ჩაწერაც კი აკრძალულია, მედიის იმ წარმომადგენლებს კი, რომლებმაც ინფორმაცია გარეთ გასაშუქებლად უნდა გამოიტანონ, თამარ მახარობლიძე სასამართლო პროცესიდან გასვლის და უკან დაბრუნების უფლებას არ აძლევს. 

მაშინ, როცა სასამართლო დარბაზში კი არა ეზოშიც კი უკრძალავენ ჟურნალისტებს გადაღებას და როდესაც არის მრავალპირიანი პროცესი და ვიცით, რომ არის საზოგადოებსი მარალი ინტერესი, საჭიროა ადამიანებმა იცოდნენ რა ხდება ლაივ-რეჟიმში და საჭიროა, რომ ჟურნალისტები ესწრებოდნენ და ჰქონდეთ შესაძლებლობა, ხალხს ინფორმაცია მიაწოდონ. ეს მოსამართლეებზეა დამოკიდებული. არიან მოსამართლეები, რომლებიც ჟურნალისტებს აძლევენ პროცესიდან გაშვლისდ ა შემოსვლის უფლებას. სამწუხაროა, რომ ამთი ვარაუდით ისეთი ხდება დარბაზში, რომ არ უნდათ საზპოგადოებამ ამის შესახებ შეიტყოს. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ სასამართლოში განხილვა იზოლირებული იყოს და საზოგადოებამ არ იცოდეს. სინამდვილეში, ჩვენ, ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ეს უფლება ხალხს აქვს დელეგირებული სასამართლოსთვის. სასამართლო ანგარიშვალდებულია საზოგადოებასთან, შესაბამისად სწორიედ  დემოკრატიული პრაქტიკა იქნება, მისცენ ჟურნალისტებს შესაძლებლობა იმუშაონ ნორმალურად", - ამბობს ადვოკატი ჩელე ყურუა.

პროკურატურა ამბობს, რომ სასამართლოში წესრიგი სრულად სასამართლოს გადასაწყვეტია, რაც შეეხება საჯაროობის პრინციპის დარღვევას, პროკურორი ამბობს, რომ ის აღნიშნული პრინციპის დარღვევას ვერ ხედავს. 

ეს არის სრულიად სასამართლოს გადასაწყვეტი საკითხი, ჩემი მოსაზრება აქ არ იქნება მნიშვნელოვანი. რაც შეეხება საჯაროობას, მე რასაც ვხედავ, ყველა ჟურნალისტი ესწრება სასამართლო სხდომებს.  სასამართლოში წესრიგის დაცვას უზრუნველყოფს სასამართლო", - ამბობს პროკურორი. 

მსგავსი სიახლეები