ახალი წლიდან დენის ტარიფი გაიზრდება

17.12.25 16:52
ახალი წლიდან დენის ტარიფი გაიზრდება

ახალი წლიდან ელექტროენერგიის ტარიფები გაიზრდება, ბუნებრივი აირის ტარიფები „ძალიან მინიმალურად“ შეიძლება გაიზარდოს - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) თავმჯდომარემ განაცხადა. 

დავით ნარმანიას თქმით, სემეკი ელექტროენერგიის ახალ სამომხმარებლო ტარიფებს 29 დეკემბრის სხდომის შემდეგ გამოაცხადებს.

„ბუნებრივი აირის [გაზის] ტარიფების ზრდის მოლოდინი და წინაპირობები ამ ეტაპისთვის არ არსებობს, შესაძლოა, ძალიან მინიმალური კორექტირება იყოს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ და დაადასტურა, რომ „ზრდა შეეხება ელექტროენერგიის ტარიფებს“.

მას ჯერ არ დაუსახელებია კონკრეტული ციფრი და ზრდის პროცენტი. ნარმანია ამბობს, რომ წყლის ტარიფის ზრდა არ განიხილება.

მსგავსი სიახლეები