ცნობილია როდის გაიმართება ადვოკატთა ასოციაციის არჩევნების მეორე ტური

17.12.25 20:08
ცნობილია როდის გაიმართება ადვოკატთა ასოციაციის არჩევნების მეორე ტური

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნები 21 დეკემბერს გაიმართება. ამის შესახებ სოციალურ ქსელში უფლებადამცველი ირაკლი ჩომახაშვილი წერს. 

მისი ინფორმაციით, მეორე ტური ექსპოჯორჯიას მე-11 პავილიონში ჩატარდება, 10:00-19:00  საათებში. 

რამდენიმე წუთის წინ მეორე ტურის თარიღი გახდა ცნობილი, 21 დეკემბერი! 

ექსპოჯორჯია მე-11 პავილიონი.
10:00-19:00 

თუ შევძელით პირველი ტური, მეორე ტურში მოგება გარანტირებული გვაქვს. პრინციპული არჩევანი თქვენზეა!" - წერს ირაკლი ჩომახაშვილი. 

პირველი ტურის შემდეგ კენჭისყრის პირველადი მონაცემები ასე გამოიყურებოდა:

  • ირაკლი ჩომახაშვილი - 1109 ხმა 
  • ირაკლი ყანდაშილი - 1283 ხმა
  • მუხრან ღურწკაია - 302 ხმა

მსგავსი სიახლეები