საქმის გარჩევები "ქურდული" კანონებით - სასამართლო პროცესის დეტალები და პატიმრობაში გაშვებული 12 პირი
ბოლო 48 საათში ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით დაკავებული 49 პირიდან 12 დღეს წინასაწარ პატიმრობაში გაუშვეს. დაუსწრებლად პატიმრობა მხოლოდ ერთს, მარიფათ ალიევს შეეფარდა, რომელიც მიმალვაშია. მძიმე ბრალდებით დაკავებულებს 7 და 10 წლიანი პატიმრობა ემუქრებათ. გამოძიება ამტკიცებს, რომ ყველა ქურდული გარჩევის მონაწილეა, ნაწილი კრიმინალურ ავტორიტეტებს დავის გადასაწყვეტად მიმართავდა, ნაწილი კი გარჩევებს აორგანიზებდა.
ერთადერთი ბრალდებული, რომელმაც დღეს განსასჯელის სკამიდან დუმილი დაარღვია ზილგამ გაჯიევი იყო. 65 წლის კაცი სასამართლოს უმტკიცებდა, რომ ახლობლების დავებს არა როგორც კრიმინალური ავტორიტეტი, არამედ როგორც თემის უხუცესი ისე უგვარებდა. მის გათავისუფლებას 10 ათას ლარიანი გირაოთი ითხოვდნენ, თუმცა სხვა ადვოკატების მსგავსად არც ეს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.
ფარულ აუდიო ჩანაწერებში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაასაჯაროვა, ზილგამ ალიევი ცემით იმუქრება. საუბარია ფინანსური დავის მოგვარებაზე, რა დროსაც თემის უხუცესი ამბობს, რომ მოდავე მხარეს საცემად ბიჭები გაუგზავნა.
ფარული აუდიო ჩანაწერებით დგინდება, რომ ქურდული გარჩევების ეპიცენტრში იყვნენ სხვა დანაშულისთვის უკვე მსჯავრდებული პირებიც. ისინი ციხიდან რეკავდნენ ნაცნობთან, ეს ნაცნობებები კი მეორე ტელეონით გარჩევის მონაწილეებთან აკავშირდბენენ, ასე წყებოდა ვის რამდენი უნდა გადაეხადა ფინანსური დავის დროს. საქმეების გარჩევიდან წილი ქურდებთან მიდიოდა.
დეტალები ნახეთ, ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.