ხობში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

18.12.25 20:18
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

ხობში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ ცოტნე დადიანის ქუჩაზე მოხდა.
“პირველების“ ინფორმაციით, 70 წლამდე ასაკის კაცი ქვეითად გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას ავტომობილი დაეჯახა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და პოლიციის ბრიგადები.

შსს-ს ინფორმაციით,  მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები