უწყვეტი პროტესტის 386-ე დღე - რა ხდება რუსთაველის გამზირზე
"ოცნების" მიერ "ბრბოდ და დახელფასებულებად" მოხსენიებული სამოქალაქო აქტივისტები ისევ რუსთაველზე დგანან - უწყვეტი პროტესტის 386-ე დღეს დედაქალაქის მთავარ გამზირზე ხალხი საქართველოს და ევროკავშირის დროშებით დგანან.
პარლამენტის შენობის მიმდებარედ მობილიზებულები არიან შსს-ს თანამშრომლებიც.
აქციის მონაწილეებმა რამდენიმე წუთის წინ რუსთაველის გამზირზე პუტინის და ივანიშვილის გამოსახულებიანი ფოტო დაწვეს.
"მათივე კანონში თვითონვე აიხლართნენ. ახლა ითვალონ და უყურონ საათს" - ამბობენ მომიტინგეები "ოცნების" გამკაცრებული საკანონდებლო ცვლილებების საპასუხოდ.
ხალხის მოთხოვნა იგივეა - სინდისის პატიმრების გათავისუფლება და ახალი, სამართლიანი არჩევნების ჩანიშვნა.