გამოსავალი არის, დასავლეთმა ისეთი სანქციები უნდა დაადოს “ოცნებას“, მაჩხაანშიც კი ვეღარ ჩავიდნენ - კახა გოგიძე
ტროპიკული ამინდივით შეიცვალა საქართველომ კურსი დამთელი უბედურება იმაშია, რომ ხალხი არის ჩუმად. სწორედ ესაა ყველაზე დიდი პრობლემა- სიჩუმე, - ამის შესახებ მსახიობმა და რეჟისორმა, კახა გოგიძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
მისი თქმით, “გამოსავალი არის ერთადერთი, რუსეთის გაცამტვერება და დასავლეთიდან ისეთი სანქციების დადება, რომ საფრანგეთში კი არა, მაჩხაანში ვეღარ ჩავიდნენ.“
გამოსავალი არის მხოლოდ ერთადერთი, სანამ რუსეთი არ გაცამტვერდება, სანამ უკრაინა არ გაიმარჯვებს, სანამ დასავლეთი ისეთ სანქციებს არ დაადებს, რომ საფრანგეთში კი არა, მაჩხაანში ვეღარ ჩავიდნენ, არაფერი გვეშეველბა. სანამ პროტესტი იქნება. ამას აქვს უდიდესი და გადამწყვეტი მნიშვნელობა. ის არის როგორც შუქურა, ქარბუქში რომ არნათებს. დღეს რომ უვიზო რეჟიმი კიდევაა, ამ პროტესტანტების დამსახურებაა. მე სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. ესენი იმისთვისაც მზად არიან, რომ რუსეთთან ურთიერთობა აღადგინონ და ჯარები ჩააყენონ, მათ უნდა რუსეთთან უფრო ღრმა და ყოვლისმომველ ურთიერთობაში შევიდნენ, - განაცხადა კახა გოგიძემ.