ზურა ჯაფარიძე სახლში მივიდა - პოლიტიკოსს ეზოში უამრავი მხარდამჭერი დახვდა
ზურა ჯაფარიძე სახლში მივიდა - ციხიდან გათავისუფლებულ კოალიცია "ცვლილებსითვის" ლიდერს ეზოში უამრავი მხარდამჭერი, მეგობარი და ოჯახის წევრები დახვდნენ.
ჯაფარიძეს პირელი შვილები შეეგებნენ.
7-თვიანი პატიმრობის შემდეგ დღეს ოპოზიციონერმა ლიდერმა ციხე დატოვა. პოლიტიკოსს რუსთავის ციხე 10:30 საათისთვის უნდა დაეტოვებინა, თუმცა გაუფრთხილებლად დროზე ადრე გამოუშვეს.
- ზურაბ გირჩი ჯაფარიძე 22 მაისს, სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს. მას წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადებას ედავებოდნენ. ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით ჰქონდა წარდგენილი.