ევა შაშიაშვილი პროცესზე შეუძლოდ გახდა, მას ექიმის დახმარება დასჭირდა

19.12.25 12:53
ევა შაშიაშვილი პროცესზე შეუძლოდ გახდა, მას ექიმის დახმარება დასჭირდა

ევა შაშიაშვილი პროცესზე შეუძლოდ გახდა და ექიმის გამოძახება გახდა საჭირო. ბრალდებულის შეუძლოდ გახდომის გამო, მოსამართლემ 5-წუთიანი ტექნიკური შესვენება გამოაცხადა. 

მანამდე მისმა ადვოკატმა პროცესზე შუამდგომლობა დააყენა და სასამართლოს ევა შაშიაშვილის შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სტაციონარული დაწესებულებიდან ინფორმაციის გამოთხოვა მოითხოვა.

"უკვე 6 თვეა ევა შაშიაშვილის შვილი სტაციონარში იმყოფება და უკვე 3 თვეზე მეტია, მას შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს. ინფორმაცია გამოთხოვილი მაქვს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა სტაციონარული დაწესებულება ევა შაშიაშვილის შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ მაძლევს.

ვშუამდგომლობ, რომ სასამართლომ გამოითხოვოს სტაციონარული დაწესებულებიდან ინფორმაცია, თუ რის საფუძველზე მოხდა ევა შაშიაშვილის შვილის, სტაციონარში 3 თვიანი ვადის - 6 თვემდე გაგრძელება.

ევა შაშიაშვილი არის წამების ტოლფას მდგომარეობაში, რადგან ვერ იღებს ინფორმაციას შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით",- განაცხადა მარიამ ხაჭაპურიძემ.

აღნიშნული შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი გელაშვილმა არ დააკმაყოფილა.

საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული 15 პირის საქმის განხილვა მიმდინარეობს, ევა შაშიაშვილი ერთ-ერთი ბრალდებულია. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

მსგავსი სიახლეები