გილოცავ “ჯაფარ“, ოჯახთან ჩახუტებას, ბრძოლისთვის საჭირო ენერგიას ასხივებ - ელენე ხოშტარია
პატიმრობაში მყოფი „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია თანაგუნდელს, ზურაბ-გირჩი ჯაფარიძეს პატიმრობიდან გათავისუფლებას ულოცავს.
ხოშტარიას თქმით, ჯაფარიძე „ასხივებს კარგ ენერგიას, რაც ბრძოლისთვის საჭიროა“.
„გილოცავ „ჯაფარ“, ოჯახთან ჩახუტებას. ძალიან კარგ ენერგიას ასხივებ, რაც ბრძოლისთვის ასე საჭიროა. რა თქმა უნდა, გავიმარჯვებთ ზუსტად იმ შემართებით, რომლითაც გამოხვედი. ბოლომდე!“ - წერს ელენე ხოშტარია.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ რუსთავის ციხე დღეს დილით დატოვა.