ჩემი თავი სიზმარში მგონია, ვერა და ვერ გავიღვიძე - აკადემიკოსი გიორგი ჩახუნაშვილი
მთელი ჩემი ცხოვრება იმას შევწირე, რომ ჯანმრთელი იყოს ჩემს ირგვლივ ყველა, აქაც იმიტომ ვარ, - ამის შესახებ აკადემიკოსმა გიორგი ჩახუნაშვილმა სასამართლოს პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, “თავი სიზმარში ჰგონია და ვერაფერს ამბობს.“
ჩემი თავი სიზმარში მგონია, ვერა და ვერ გავიღვიძე. მთელი ჩემი ცხოვრება იმას შევწირე, რომ ჯანმრთელი იყოს ჩემს ირგვლივ ყველა. აქაც იმიტომ ვარ, რომ იმდღესაც ისე ვიმოქმედე, გადამერჩინა ბევრი ხალხი, ამიტომაც, ვერაფერს გეტყვით, რა გითხრათ, პასუხი არ მაქვს, რომ გითხრათ, რამე სასწაული ხდება, სასწაული ის არის, რომ ეს ადამიანი [ევა შაშიაშვილი] არის ავად, აქვს სიმსივნე, ოჯახი არის ავად, გული მაქვს მკვდარი, - განაცხადა გიორგი ჩახუნაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ევა შაშიაშვილი და კიდევ 12 პირი კვლავ პატიმრობაში დატოვა.
მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ევა შაშიაშვილის ადვოკატის მარიამ ხაჭაპურიძის შუამდგომლობა 5000 - ლარიანი გირაოს შეფარდების თაობაზე.