ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე - სანდრო წივწივაძის პროცესზე მშობლები გამოიკითხნენ

19.12.25 17:57
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე - სანდრო წივწივაძის პროცესზე მშობლები გამოიკითხნენ

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული პირების პროცესები გრძელდება - დღეს სანდრო წივწივაძის პროცესი გაიმართა. კითხვები მის მშობლებთან ჰქონდათ.

  • შეგახსენებთ, რომ წივწივაძის დედა შვილის დაკავებას და ჩხრეკას დაესწრო.

გამოძიების ინფორმაციით, ცეცხლ-სასროლი იარაღი, რომელლითაც ე.წ კრიმინალური ავტორიტეტის ძმა მოკლეს, თავის დროზე სწორედ წივწივაძის საკუთრება იყო.

პროკურატურამ დაასრულა მტკიცებულებების გამოკვლევა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე გააგრძელებს მტკიცებულებების გამოკვლევას. დაიკითხება სანდროს მშობლები და ისინი მიაწვდიან სასამართლოს ინფორმაციას. შეიძლება დაიხუროს სხდომა, ვინაიდან საჭირო გახდეს ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ინფორმაციის გამოქვეყნება", - განაცხადა პროცესის დაწყებამდე პროკურომა ლევან ვეფხვაძემ. 

  • წივწივაძეს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღების გარდა, ასევე ბრალი ედება გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებაში. მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

წივწივაძე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. 

ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა.

24 ოქტომბერს, მოსამართლე გიორგი გელაშვილმა, უზილაურს უვადო პატიმრობა მიუსაჯა. 

მსგავსი სიახლეები