"ქართული ოცნების" მაჟორიტარმა დეპუტატმა ხალხს აგინა
"ქართული ოცნების" მაჟორიტარმა დეპუტატმა ხალხს აგინა. გლდანში ივანიშვილის გუნდის წევრის, შალვა ოგბაიძის გაღიზიანება სოციალურ ქსელში მოქალაქეების წუხილს მოყვა.
მოქალაქეები დაინტერესდნენ, ვინ ახმობდა განზრახ ხეებს სოფელ გლდანში, პასუხის ნაცვლად კი "ოცნების" დეპუტატმა ადამიანებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
"პირველებმა" რამდენჯერმე ვცადეთ მისგან პასუხის მიღება, რატომ გააკეთა ეს, თუმცა კითხვის დასმის შემდეგ შალვა ობგაიძემ ტელეფონი გათიშა.