სანტებით სავსე ქარავანი ბრუნდება - კოკა-კოლამ საახალწლო ტრადიცია განაახლა

19.12.25 21:05
სანტებით სავსე ქარავანი ბრუნდება - კოკა-კოლამ საახალწლო ტრადიცია განაახლა

საახალწლო განწყობა თბილისში ოფიციალურად დაიწყო - კოკა-კოლას ქარავანმა ნატახტრიდან გეზი უკვე აიღო.

ის სიმბოლო, რომელიც წლების განმავლობაში ახალი წლის მოახლოებასთან ასოცირდება, დღეიდან დედაქალაქის სხვადასხვა უბანში იმოძრავებს და მოქალაქეების სახლებთან ჩავლით სადღესასწაულო ატმოსფეროს შექმნის.

კოკა-კოლას საახალწლო ქარავანი მრავალწლიანი ტრადიციის ნაწილია და განსაკუთრებით პატარებისთვის არის საყვარელი სანახაობა - სანტა კლაუსებით, განათებებითა და მუსიკით სავსე კოლონა ყოველ წელს ათასობით ადამიანს ხვდება.

პირველი გაჩერება ქარავანს დღესვე ექნება, რის შემდეგაც ის თბილისის სხვადასხვა უბანში გადაადგილდება და საახალწლო ზღაპარს ქალაქის ქუჩებში გააგრძელებს.

შემთხვევითი მომენტიდან იწყება დიდი საქმეები და ასეთი მომენტი იყო, რომ 1997 წელს პატარა რეკლამა ჰქონდა რეკლამას, მაშინაც კოკა-კოლა ასეთ დღეში იყო, როგორც ჩვენ დასაწყისში და ერთი მძღოლი იყო და მოდი, გავაწყოთ ერთი მანქანა მეთქი და ბაზრობაზე რაღაცეები ვიყიდეთ, განათებები, დინამიკები ზევით იდგა, ორმოები იყო, ითიშებოდა ეს დინამიკები, გადმოვდიოდი და ვაერთებდით და ასე მოვიარეთ. მეგონა, რომ ეს ემოცია, რომელიც ჩემში იყო, მარტო ჩემში დარჩებოდა და არ გადაეცემოდა და ისეთი საინტერესო თემა შეიქმნა თბილისში, რომ მერე მთელი წელი ვფიქრობდი, მომავალ წელს როგორ გაგვეკეთებინა და ყოველ წელს ვაუმჯობესებდი. დიდი დატვირთვა აქვს, - ამბობს კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თემურ ჭყონია. 

ვრცლად ნახეთ თამთა დოლენჯაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები