რუსთაველის გამზირზე ზურა ჯაფარიძეს ელოდებიან - რა ხდება ადგილზე

19.12.25 20:57
რუსთაველის გამზირზე ზურა ჯაფარიძეს ელოდებიან - რა ხდება ადგილზე

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები იკრიბებიან. პროტესტის ეპიცენტრში დღესვე ელოდებიან "ცვლილებისთვის" ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს, რომელიც პატიმრობიდან დღეს გათავისუფლდა. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა დილითვე დაანონსა, რომ საღამოს რუსთაველის გამზირზე მივიდოდა.

აქტივისტი გიორგი თავართქილაძე ამბობს, რომ გასული მოვლენების შემდეგ, ზურა ჯაფარიძის მიმართ მეტი პატივისცემა გაუჩნდა. მისი თქმით, თანდათან ბრძოლის ველზე ყველა ოპოზიციონერი ლიდერი დაბრუნდება და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად გამოსავალს ნახავს. 

ჩემი დიდი პატივისცემა ზურა გირჩი ჯაფარიძეს და ვულოცავ გათავისუფლებას. მე მას პირადად არ ვიცნობ, არ მქონია რაიმე განსაკუთრებული დამოკიდებულება მის მიმართ, ნეიტრალურად ვიყავი განწყობილი, მაგრამ მთელ ამ 7 თუ 8 თვეში გავიაზრე და ეს ადამიანი მეგულება ოპოზიციონერ პოლიტიკოსად და ამიტომ ვულოცავ საქართველოსაც, იმიტომ, რომ ნელ-ნელა დაგვიბრუნდებიან პოლიტიკოსები, რომელთამ ერთადაც ჩვენ, ხალხი, შევქმნით აუცილებლად გამოსავალს. ეს არის გარდაუვალი. მე მინდა, "ოცნება" გავაფრთხილო, რაც უფრო ეცდება, ჩაქოლოს სამოქალაქო საზოგადოება, მით უფრო მძმე იქნება ხვედრი, მით უფრო მძიმე იქნება ფორმა, რომლითაც მას მოუწევს ხელისუფლების დატოვება, - ამბობს გიორგი თავართქილაძე. 

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის ჩართვაში.

მსგავსი სიახლეები