აქციაზე დაკავებული ადვოკატი გაათავისუფლეს, თუმცა საქმის წარმოება მოსამართლემ არ შეწყვიტა

20.12.25 11:45
აქციაზე დაკავებული ადვოკატი გაათავისუფლეს, თუმცა საქმის წარმოება მოსამართლემ არ შეწყვიტა

საპროტესტო აქციაზე დაკავებული ადვოკატიმ დავით ასანიძე სხდომათა დარბაზიდან გაუშვეს, თუმცა მოსამართლე კობა ჩაგუნავამ მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება არ შეწყვიტა. 

ის ორი დღის წინ რუსთაველის გამზირზე დააკავეს. ასანიძე გახდა ახალი შემზღუდავი კანონის ერთ-ერთი პირველი დაკავებული. 

უფლებადამცველი იზოლატორში მხოლოდ იმის გამო წაიყვანეს, რომ პროტესტს ტროტუარზე გამოხატავდა და პოლიციას უხსნიდა, რამდენად არაკანონიერია კანონი, რომლითაც "ოცნებას" პროტესტის ჩახსობა უნდა.  

გვეგონა რომ ადმინისტრაციული წარმოება ყველა ვარიანტში შეწყდებოდა, თუმცა მოსამართლე სათათბიროდ გავიდა და რომ შემოვიდა, მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, შსს-ს მისცა კიდევ ვადა დამატებითი მტკიცებულებისთვის", - ამბობს ადვოკატი. 

მსგავსი სიახლეები