ამერიკელ პარტნიორებთან შემდეგ ნაბიჯებსა და უახლოეს მომავალში ერთობლივი მუშაობის გაგრძელებაზე შევთანხმდით - უმეროვი

20.12.25 12:37
ამერიკელ პარტნიორებთან შემდეგ ნაბიჯებსა და უახლოეს მომავალში ერთობლივი მუშაობის გაგრძელებაზე შევთანხმდით - უმეროვი

სამშვიდობო მოლაპარაკებები - უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის რუსტემ უმეროვის განცხადებით, უკრაინის დელეგაციამ ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან შეერთებულ შტატებში შეხვედრა დაასრულა.

მისი თქმით, ამერიკელ პარტნიორებთან შემდეგ ნაბიჯებსა და უახლოეს მომავალში ერთობლივი მუშაობის გაგრძელებაზე შეთანხმება დაიდო. 

„დავასრულეთ შეხვედრა შეერთებულ შტატებში ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან. მისი შედეგების შესახებ უკრაინის პრეზიდენტს ვაცნობე. ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან შემდეგ ნაბიჯებსა და უახლოეს მომავალში ერთობლივი მუშაობის გაგრძელებაზე შევთანხმდით“, - წერს უმეროვი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, უმეროვმა განაცხადა, რომ 19 დეკემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან ანდრეი გნატოვთან ერთად, ის ამერიკულ მხარესთან და სხვა პარტნიორებთან კონსულტაციების კიდევ ერთ რაუნდს დაიწყებდა.

 

მსგავსი სიახლეები