ნინო დოლიძე განმარტავს, რა მოხდება, თუ საქართველო უვიზო მიმოსვლას დაკარგავს

20.12.25 15:29
ნინო დოლიძე განმარტავს, რა მოხდება, თუ საქართველო უვიზო მიმოსვლას დაკარგავს

„სამართლიანი არჩევნების” ყოფილი ხელმძღვანელი, ნინო დოლიძე განმარტავს, რა მოხდება, თუ საქართველო უვიზო მიმოსვლას დაკარგავს - მისი თქმით, ადამიანები ვეღარ წავლენ საკუთარი ემიგრანტი ოჯახის წევრების სანახავად და ვერც ემიგრანტები იფრენენ თავისუფლად, როგორც ეს აქამდე იყო. 

ასევე პრობლემა გახდება მკურნალობისთვის ევროპაში წასვლაც. 

დოლიძის განცხადებით, ევროკომისიის გუშინდელი დასკვნა კიდევე რთელ ადასტურებს, "ქართული ოცნების" მიერ გადადგმული ნაბიჯები ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელია.

თუკი საქართველო არ განახორციელებს დემოკრატიულ რეფორმებს და არ დაბრუნდება უკან დემოკრატიული განვითარების გზაზე, აქ უკვე შესაძლებელია სრულიად მოქალაქეებს შეეხოს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ "ქართული ოცნების" მიერ გადადგმული ნაბიჯები არის ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელი და ეს არის უპრეცედენტო მასშტაბის უკუსვლა. 

თუკი ეს მოხდება და იმედია არ მივალთ აქამდე, იმიტომ, რომ არავის გვინდა, რომ უვიზო რეჟიმი გაუქმდეს. 

რას ნიშნავს ეს - ეს ნიშნავს, რომ ადამიანები ვეღარ წავლენ საკუთარი ემიგრანტი ოჯახის წევრების სანახავად. მაშინ, როდესაც დღეს ძალიან მარტივია მკურნალობისთვის წასვლა, ეს აღარ იქნება შესაძლებელი. ადამიანები, რომლებიც იქ დადიან რამდენიმე თვით სამუშაოდ, შემდეგ ბრუნდებიან და ამით ცხოვრობენ, ესეც შეუძლებელი იქნება, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის მოთხოვნები, რაც გააჩნია ევროკავშირს ადამიანის უფლებების და კანონის მიმართულებით, ეს ნაბიჯები გადაიდგას და საქართველო დაბრუნდეს დემოკრატიის და ევროინტეგრაციის გზაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ასეთი გამოუსწორებელი ზიანი მოგვადგეს", - განაცხადა ნინო დოლიძემ. 

„საქართველომ შეიძლება სრულად დაკარგოს უვიზო რეჟიმი“ - ახალ ანგარიშში ევროკომისია მიუთითებს, რომ გარკვეულ ეტაპზე საქართველოს მთელ მოსახლეობას ემუქრება ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერება.

ევროკომისია აცხადებს, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის „სისტემური და მიზანმიმართული ხასიათის გათვალისწინებით“, უვიზო მიმოსვლის შეჩერებას განიხილავს იმ ახალი წესების ფარგლებში, რაც ძალაში 2025 წლის 30 დეკემბერს შედის.

  • ევროკომისიის თანახმად, პირველ ეტაპზე შეზღუდვა შეიძლება შეეხოს დიპლომატიური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს, შემდეგ ეტაპზე კი - მთელ მოსახლეობას;
  • ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი ხელისუფლება „პრობლემებს არ მოაგვარებს“ - არ შეასრულებს ბრიუსელისგან არაერთგზის მიღებულ რეკომენდაციებს.
  • ჯერჯერობით ევროკომისია კონკრეტულ თარიღებს არ ასახელებს.

მსგავსი სიახლეები