ქართველი ქართველს ასისხლიანებს, აუცილებელია, გამოხვიდე ამის წინააღმდეგ - თამრიკო ჭოხონელიძე
თამრიკო ჭოხონელიძე დღეს საპროტესტო აქციას შეუერთდება. მუსიკოსი ამბობს, რომ მაშინ როცა ქართველი ქართველს ასისხლიანებს და ჩვენს ქვეყანაში ასეთი უსამართლობა ხდება, აუცილებელია რაც შეიძლება მეტი ადამიანი გავიდეს ქუჩაში.
ჩვენ ვიბრძვით სამართლიანობისთვის უსამართლობის წინააღმდეგ. ქართველი ქართველს ასისხლიანებს, აპატიმრებს უსამართლოდ. აუცილებლად უნდა გამოხვიდე უსამართლობის წინააღმდეგ შენ ჯერ პირადად შენს თავთან, რომ გააცნობიერო, რამდენად რეალურია ეს და დგახარ თუ არა იმ გზაზე, რასაც ქვია ბრძოლა ამის წინააღმდეგ. აი ამ ხალხმა ძალიან დიდი რამ აჩვენა თავისი ერთგულებით ქვეყნის მიმართ", - ამბობს თამრიკო ჭოხონელიძე.
დღეს საღამოს 19:00 საათზე ხალხი ისევ ქუჩაში გადის - ეს იქნება ხალხის პირველი პროტესტი ევროკომისიის მძიმე ანგარიშის შემდეგ.
აქციის ამკრძალავი კანონების მიუხედავად, მოქალაქეები ამ საღამოსაც შეეცდებიან ქუჩებში გავიდნენ და დაგმონ ივანიშვილისს პარტიის პოლიტიკა.
შეკრება დღესაც ფილარმონიიდან დაიწყება და მსვლელობის მონაწილეეები შეძახილებით ჩაივლიან რუსთაველის გამზირს.