საქართველოს უნივერსიტეტები ავტონომიურობის დაკარგვის საფრთხის ქვეშ დგებიან - განათლების ექსპერტები

20.12.25 17:21
საქართველოს უნივერსიტეტები ავტონომიურობის დაკარგვის საფრთხის ქვეშ დგებიან - განათლების ექსპერტები

განათლების სამინისტროს ამ დრომდე არ უპასუხია იმ მძიმე კრიტიკისთვის რომელიც ე.წ. რეფორმის გამო ავსტრიის, გერმანიის, პოლონეთის და სლოვაკეთის რექტორთა კონფერენციებიდან მიიღეს.

ჰარვარდის, ოქსფორდის და  კემბრიჯის უნივერსიტეტების  პროფესორების შემდეგ, ახლა უკვე  ოთხი ევროპული ქვეყნის რექტორთა კონფერენცია ურჩევს ოცნებას არ დაიწყონ "უმაღლესი განათლების რეფორმის" აღსრულება.

განათლების სფეროს ექსპერტების თქმით, ეს კანონი ქართული საგანმანათლებო სისტემის ავტონომიურობას გაანადგურებს რასაც კატასტროფული შედეგები ექნება მთელი ქვეყნისთვის.  

განათლების სპეციალისტები ამბობენ არც ერთი ქვეყნის უნივერსიტეტს მოუნდება იმ ქვეყანასთან თანამშრომლობა, სადაც უნივერსიტეტს სახელმწიფო კარნახობს რა და როგორ ასწავლონ.

საქართველოს უნივერსიტეტებს ემუქრებათ აკადემიური თავისუფლების შეზღუდვა და ინსტიტუციური ავტონომიურობის დაკარგვის საფრთხის ქვეშ დგებიან. პირდაპირ არის ნათქვამი იმ კონცეფციაშიც და ცვლილებებში უმაღლესი განათლების კანონის შესახებ ცვლილებებში, რომელიც ახლახანს მიიღეს, რომ სახელმწიფო დაამტკიცებს პროგრამებს და კვოტებს უნივერსიტეტებისათვის. ანუ უნივერსიტეტებს რა პროგრამის სწავლების უფლება ექნება, ამას გადაწყვეტს სახელმწიფო. პირდაპირ ეწინააღმდეგება, როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ასევე საქართველოს კანონს უმაღლესი განათლების შესახებ და ასევე სხვადასხვა ვალდებულებებს, რომელიც  ჩვენ აღებული გვაქვს, როგორც ბოლონიის და ევროპის უმაღლესი განათლების საერთო სივრცის წევრ ქვეყანას.  რეპუტაციული ზიანი არის ძალიან დიდი. ეს არის ყველაზე მთავარი. წარმოიდგინეთ, რომელ უნივერსიტეტს მოუნდება ისეთ უნივერსიტეტთან თანამშრომლობა, რომელიც თვითონ, თავის პროგრამას უდგენს სახელმწიფო და თვითონ ვერ ადგენს", - აცხადებს ლელა ჩახაია. 

უმაღლესი განათლების განადგურების საფრთხეზე საუბრობს ვანო წერეთელიც. მისი თქმით, "არ შეიძლება ისე მოექცე განათლების სიტემას, როგორც ახლა ეს რეჟიმი ექცევა".

ამ რექტორთა განცხადებამდე იყო პროფესორ-მასწავლებლების განცხადება. ამ ადამიანებმა იციან, რომ რეფორმის ჩატარება რა თქმა უნდა, შეიძლება, მაგრამ ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ეს არ არის რეფორმა. ამ ფორმით რეფორმები არ კეთდება და სწორედ ამიტომ იციან, რომ ეს არის განადგურება განათლების სისტემის. არ შეიძლება ისე მოექცე განათლების სიტემას, როგორც ახლა ეს რეჟიმი ექცევა", - აცხადებს განათლების ექსპერტი. 

ავსტრიის, გერმანიის, პოლონეთის და სლოვაკეთის რექტორთა კონფერენციები შეშფოთებულნი არიან უმაღლესი განათლების სექტორში მიმდინარე მოვლენებით.

რექტორთა კონფერენციები ივანიშვილის პარტიას მოუწოდებენ არ მოიყვანონ სისრულეში მათ მიერ დაინიცირებული განათლების რეფორმა. საგანგებოდ გავრცელებულ განცხადებაში, რექტორთა კონფერენციების წევრები, წერენ, რომ დაანონსებული ცვლილებები საფრთხეს უქმნის საუნივერსიტეტო ავტონომიისა და აკადემიური თავისუფლების გაუქმებას საქართველოში. 

განცხადებაში საუბარია, რომ კონცეფციაში გათვალისწინებული ზომები მიზნად ისახავს არსებული სტრუქტურის სრულად დემონტაჟს და დარჩენილი ნაწილის სრული პოლიტიკური კონტროლისა და ხელმძღვანელობის ქვეშ მოქცევას.

 

მსგავსი სიახლეები