ჩემი ძაძები უფრო ძლიერია, ვიდრე თქვენი შარვალ-კოსტიუმი! - მოკლული მასწავლებლის დედა აქციებს აანონსებს
მოკლული მასწავლებლის საქმე - გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე პროკურატურას მოუწოდებს, მისი შვილის მკვლელობის ყველა ფიგურანტი დააკავოს, წინააღმდეგ შემთხვევაში უკიდურესი ზომების მიღებით იმუქრება.
დედამ მისი შვილის საქმეზე კიდევ ორი არასრუწლოვანის დაკავების შესახებ გიგას საფლავზე ყოფნის დროს შეიტყო.
ჩემი ძაძები უფრო ძლიერია, ვიდრე თქვენი შარვალ-კოსტუმი! - ამბობს მოკლული მასწავლებლის მშობელი "პირველებთან" და ორშაბათს, 16:00 საათზე მთავარ პროკურატურასთან აქციას აანონსებს.
ქალი აღნიშნავს, რომ "მისი შვილის სისხლით არ ივაჭრებს".
გაგაფრთხილეთ, თქვენ არ იცით, ვის უწევთ წინააღმდეგობას. მე ჩემი შვილსი სისხლს არ ვყიდი. გიგა ავალიანის სისხლი არ იყიდება. თქვენი წამზომიც ჩართულია. პროკურატურავ, თურმე პიეველ ოქტომბერს იმ მკვლელებმა მე და გიგას კი არ გამოგვიტანეს განაჩენი, თქვენც გამოგიტანეს. ნიკას თავლებზე ცრემლია ყოველ ღამე, როგორ გგონიათ, ამ ცრემსლ გადავყლაპავთ მე და ნიკა? მე მას ფიცი მივეცი აი აქ, სასაფლაოზე, რომ ვიბრძოლებდი ბოლომდე. ნუ გამხდით მკვლელს. დაიჭირეთ ყველა მკვლელი, თორემ მე ავიღებ გიგა ავალიანის წილ სისხლს. გიგა ავალიანის სიცოცლე ჩემია, თქვენი არ არის. როგორ გაბედეთ და გამიყიდეთ ჩემი შვილის სიცოცხლე? ჩემი ძაძები უფრო ძლიერია, ვიდრე თქვენი შარვალ-კოსტუმი. იცოდეთ, საქართველოში თანამდებობისთვის ჩაცმულ შარვალ-კოსტუმს მალე გასდის ვადა, დედა-შვილობას ვადა არ გასდის. ახლაც ურცხვად დაწერა პროკურატურამ, რომ მუჭი ჩაარტყეს ჩემს შვილს, მაშინ როცა ქვა ჩაარტყეს. გევრდით დამიდეგით, ორშაბათს, 4 საათზე მოდით პროკურატურასთან. ამ ჩემმა დაანონსებულმა აქციამ დაიჭირა სწორედ ეს ორი არასრწულწლოვანი", - ამბობს დედა.
დღეს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდების კიდევ ორი არასრულოვანი დააკაავეს.
ახალგაზრდა მასწავლებელი, გიგა ავალიანი, რომელსაც 1 ოქტომბერს სახლთან ჩაუსაფრდნენ და სცემეს, 25 ოქტომბერს კლინიკაში გარდაიცვალა. 26 წლის გიგა ავალიანს თავის არეში უმძიმესი დაზიანებები მიაყენეს, მას ორი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
მოკლული მასწავლებლის ოჯახის წევრები და ნათესავების მთავარი მოთხოვნაა, საქმე გადაკვალიფიცირდეს, ვინაიდან თვლიან, რომ ესაა ჯგუფურად ჩადენილი დანაშაული.