სენაკში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა - დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა

20.12.25 21:15
სენაკში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა - დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა

სენაკში, მშვიდობის ქუჩაზე, ქვეითს ავტომობილი დაეჯახა. დაშავებული 44 წლამდე ასაკის მამაკაცია. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკა „არქიმედეში“ გადაიყვანა.

მედიკოსების შეფასებით, პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ეკიპაჟები.

მომხარზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

მსგავსი სიახლეები